პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი
** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება
** სატელეფონო ზარის მეშვეობით მომხმარებლის დახმარება საჭირო ნივთის შეძენაში
** მომხმარებლის მოსმენა და მათი პრობლემის დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება
** საჭიროების შემთხვევაში კმაყოფილების კვლევის ჩატარება გამავალი ზარების მონიტორინგი (სერვისის და ქსელის მასშტაბით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კონფლიქტების მოგვარების უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** ვადების დაცვა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 26 არილი, 2021 წელი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.