Remedici Clinic

რემედიცის შესახებ

კლინიკა რემედიცი გთავაზობთ ამბულატორიულ რეაბილიტაციას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროტოკოლებით ისეთი დაავადებებისას როგორიცაა ინსულტი, თავისა და ზურგის ტვინის, ხერხემლის, მსხვილი სახსრების სხვადასხვა დაზიანებები და მათზე ჩატარებული ნეიროქირურგიული თუ ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები. სპეციალურად მომზადებული რეაბილიტოლოგები აწარმოებენ სამკურნალო ვარჯიშებს გამოყენებითი კინეზიოლოგიის მეთოდით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.

მკურნალობა SEAS მეთოდით

კლინიკა პირველია საქართველოში რომელმაც დანერგა სქოლიოზის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი საქართველოში – SEAS.

იტალიის სამეცნიერო ინსტიტუტის ISICO (Instituto Scientico Italiano Coolona Vertebrale) SEAS მეთოდით ( ScientiticExercises Approach to Scoliosis) მომზადებული გუნდი გთავაზობთ სქოლიოზისა და ტანდეგობის სხვა დარღვევების მკურნალობას ინოვაციური მეთოდით. მეთოდი ეფექტურია როგორც მოზარდებში ასევე ზრდასრულებშიც.

 

სხვა კონსერვატული მკურნალობის მეთოდებისაგან განსხვავებით SEAS მეთოდი:

 

ფოკუსირებულია პაციენტის თვითკორექციაზე.

 არის პაციენტზზე ინდივიდუალურად მორგებული.

 დამყარებულია სამეცნიერო კვლევებზე, მტკიცებულებებზე.

ითვალისწინებს როგორც პაციენტის, ისე ოჯახის წევრების სწავლებას, სრულ ჩართულობას სამკურნალო პროცესში.

მოიცავს სპეციფიურად შერჩეულ თვითკორექციისა და ვარჯიშების კომბინაციას, სახლში შესასრულებელ ინდივიდუალურ დავალებებს.

 

კლინიკა რემედიცში SEAS მეთოდი შერწყმულია გამოყენებით კინეზიოლოგიასთან, რაც გაცილებით ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.