ტკივილის მართვა გულისხმობს როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ტკივილის მიზეზების დადგენას, ამ პროცესებზე შესაბამის ზემოქმედებას და შემდგომში მათი თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას.
წარმატებული მკურნალობის უმნიშვნელოვანესი პირობაა ზუსტი დიაგნოზი, იმის გარკვევა თუ რა პათოლოგიური პროცესებია დაავადების მიზეზი. (ჩვენს კლინიკაში ?) ამისათვის გამოვიყენებთ როგორც კლასიკურ დიაგნოსტიურ სქემებს (ალგორითმებს)
ტკივილის მიზეზი მრავალია, ეს შეიძლება იყოს ქსოვილის, ორგამოს უშუალო დაზიანება, მადალითად ტრავმა, ანთება. ხშირი მიზეზია ნერვის კომპრესია, რაც შეიძლება მოხდეს მთელ მის სიგრძეზე – მაგარი გარსიდან და/ან ძვლოვანი ხვრელიდან მისი გამოსვლისას, ასევე კუნთების, ფასციების, მყესების შორის მისი გავლისას, როგორც ეს ხდება გვირაბული სინდრომებისას. ფასციური დაჭიმულობები ასევე ხშირი მიზეზია ვისცერალური ეწ ფუნქციური ტკივილისა. კუნთთა უმეტესობას აქვს კავშირი კონკრეტულ ორგანოსთან, სტრუქტურასთან, და უხშირესად ისინი არიან სხეულის სხვადასხვა რეგიონში, რაც იმას ნიშნავს რომ ტკივილი შეიძლება იყოს ერთ ზონაში და მისი მიზეზი მისგან დაცილებიულ ადგილას. მაგალითად მაღვლის ბუშტთან ასოცირდება მუხლქვეშა კუნთი, ან პრობლემატური საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი გავლენას ახდენს თავისი მხარის ძირითად კუნთებზე.
კლინიკა „რემედიცი“ ახორციელებს ტკივილის მართვას როგორც კლასიკური აპრობირებული მეთოდებით, ასევე შედარებით ახალ, ფუნდამენტურ მედიცინაზე დაყრდნობილ მეთოდებით, როგორიცაა გამოყენებითი კინეზიოლოგია, კრანიოსაკრალური თერაპია,ოსტეოპათია, მანუალური თერაპია და სხვა. წარმატებით გამოიყენება სხვადასცხვა რეჟიმის აპარატული ფიზიოთერაპია, სახსარშიდა ინექციები, ნერვების, კუნთების და სხვა ბლოკადები, ასევე ეპიდურული ინექციები, რაც წარმოადგენს მეტად ეფექტურ საშუალებას დისკოგენური რადიკულიტების, სპინალური სტენოზების შემთხვევებში.