Remedici Clinic

ტანდეგობის დარღვევის მართვა

ტანდეგობის დარღვევები ეს არის სხეულის დეფორმაციები სხვადასხვა სიბრტყეში. მოიცავს მრავალ პათოლოგიას, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სქოლიოზი, პათოლოგიური კიფოზი, კიდურების დეფორმაციები და სხვა. უმეტეს შემთხვევაში ეს დარღვევები არ საჭიროებს ორთოპედიულ ოპერაციულ ჩარევას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადექვატური კონსერვატული მკურნალობა. გამოყენებითი კინეზიოლოგია საშუალებას იძლევა სპეციფიური ტესტებით შევაფასოთ თითოეული კუნთის მდგომარეობა, ტონუსი, სხვა კლინიკურ კვლევებთან ერთად დავადგონოთ ჰიპო ან ჰიპერტონიის მიზეზი და ვიმოქმედოთ მათზე, აღვადგინოთ ნორმოტონია, კუნთთა ჰარმონიული, შეთანხმებული მუშაობა. ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება სპეციფიური ვარჯიშებით, პროფილაქტიკური ღონისძიებებით. ამაში დაგეხმარებათ იტალიის სამეცნიერო ინსტიტუტის ISICO (Instituto Scientico Italiano Coolona Vertebrale) SEAS მეთოდით ( ScientiticExercises Approach to Scoliosis) მომზადებული გუნდი. მეთოდი არის თნამედროვე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული. ეფექტურია როგორც მოზარდებში ასევე ზრდასრულებშიც.სხვა კონსერვატული მეთოდებისაგან განსხვავებით SEAS მეთოდი:

ფოკუსირებულია პაციენტის თვითკორექციაზე.

არის პაციენტზზე ინდივიდუალურად მორგებული.

ითვალისწინებს როგორც პაციენტის, ისე ოჯახის წევრების სწავლებას, სრულ ჩართულობას სამკურნალო პროცესში.

მოიცავს სპეციფიურად შერჩეულ თვითკორექციისა და ვარჯიშების კომბინაციას, სახლში შესასრულებელ ინდივიდუალურ დავალებებს.

კლინიკა „რემედიცში“ SEAS მეთოდი შერწყმულია გამოყენებით კინეზიოლოგიასთან, რაც გაცილებით ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.

ხშირად დასმული შეკითხვები

შემიძლია თუ არა ვისარგებლო უფასო სატელეფონო კონსულტაციით?

დიახ, შეგიძლიათ.

მაწუხებს თავის ტკივილი და რას მირჩევთ

მობრძანდით კონსულტაციაზე

უსაფრთხოა თუ არა თქვენი მეთოდები

ჩვენი მეთოდები უსაფრთხო და აპრობირებულია